ლეილა თვალაბეიშვილის ბლოგი
Sunday, November 25, 2018
Sunday, November 18, 2018
გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის
სახeლი, გვარი -ლეილა თვალაბეიშვილი
სწავლების
საფეხური/კლასი დაწყებითი .II კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა-15
გაკვეთილის
თემა ქ.ჭილაშვილი „ჩურჩხელა“
გაკვეთილის
მიზანი:
·
ტექსტის კითხვა და ანალიზი
·
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
·
შესწავლილ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება
·
მოსწავლეები ჩაწვდნენ რას ასწავლით ეს მოთხრობა
·
გრამატიკული ნაწილი: რიცხვითი სახელი
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზაბის ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1.
|
კლასის ორგანიზება:
მოსწავლეებს ვანაწილებ
ჯგუფებად ფერადი ბარათების დახმარებით. ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს, შეფასების
რუბრიკას. ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით. განვუმარტავ, რომ ფასდება გაკვეთილში
ჩართულობა, აზრის ნათლად, ლოგიკურად ჩამოყალიბება, ტექსტის ცოდნა და მისი გაანალიზება.
წინარე ცოდნის ახალთან დაკავშირება.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
ფერადი ბარათები,ყუთი.შეფასების
კრიტერიუმები
|
3 წთ
|
2.
|
გამოწვევის ფაზაზე ვაჩვენებ
პროექტორით სიუჟეტს ჩურჩხელაზე. შემდეგ წავუკითხავ გამოცანას ჩურჩხელაზე, რომელსაც
მოსწავლეები უპასუხებენ
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი,ფლიფჩარტი.მარკერი.
|
5 წთ
|
3.
|
მოსწავლეები კითხულობენ
ტექსტს
|
როლური თამაში
|
3 მოსწავლე
|
წიგნი
|
3 წთ
|
4.
|
წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით ვუსვამ მოსწავლეებს კითხვებს ტექსტიდან გამომდინარე.
სავარაუდო კითხვები:
ვინ არიან მოქმედი გმირები?
რა სთხოვა ბებოს ტასომ?
ვისთვის უნდოდა გოგონას
ჩურჩხელა?
მაშინ რატომ თქვა ტყუილი?
საიდან ჩანს,რომ ტასოს
სინდისი ქენჯნის?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
4 წთ
|
5.
|
მოსწავლეები ახასიათებენ
პერსონაჟებს. ცალ-ცალკე გავაკრავ გოგონას და ბებიას სურათებს და მოსწავლეების პასუხებით
ივსება რუკა.
|
გმირის აზრობრივი რუკები
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტი,მარკერი
|
3 წთ
|
6.
|
მოსწავლეები იმჯელებენ
რა არის ამ ტექსტის დედააზრი, რა უნდა გვასწავლოს ამ ტექსტმა?
შეჯამების ფაზაზე ასევე
დაფაზე ვაკრავ ობობას, ჭისა და ლაბირინთის სურათებს. მოსწავლეები მსჯელობენ, რა კავშირია
ტყუილსა და ამ სურათებს შორის.
მოსწავლეები გაიხსენებენ
ტყუილზე შესწავლილ ანდაზებს
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
5 წთ
|
7.
|
მოსწავლეები წინასწარ
სამ ჯგუფად არიან დაყოფილი.ვსვამ კითხვას: როგორ მოიქცეოდა ბებო? თითოეულ ჯგუფს ვურიგებ
წინასწარ მომზადებულ პასუხებს, რომელზეც უნდა იმსჯელონ.
1. ბებო ჩურჩხელას უკან
დააბრუნებდა
2. ბებო ტასოს მეორე
ჩურჩხელასაც მისცემდა
3. ბებო ტასოს აღარასოდეს
დაუჯერებდა.
|
ვერბალური ახსნა. პრეზენტაცია
|
მუშაობა ჯგუფებში.
|
ფურცლები,კალმები
|
3 წთ
|
8.
|
სამივე ჯგუფს ვურიგებ
ტყუილის თემაზე შესწავლილ სხვა ნაწარმოებთა სათაურებს.ვავალებ პარალელი გაავლონ დღევანდელ
ტექსტსა და ჩემ მიერ მიცემულ ტექსტს შორის. მოძებნონ მსგავსება და განსხვავება მათ
შორის. გააკეთონ დასკვნები.
|
ვერბალური ახსნა. პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფურცლები,კალმები
|
8 წთ
|
9.
|
გრამატიკულ ნაწილე გადასასვლელად
ვკითხულობთ მოთხრობის პირველ წინადადებას „ერთი, ორი, სამი, ოთხი... ითვლიდა საფეხურებს
ტასო.“ რომელი მეტყველების ნაწილია ეს?
განმარტავენ რიცხვით
სახელს და ტექსტში მოძებნიან სხვა რიცხვით სახელებს.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, ფურცლები და კალმები.
|
5 წთ
|
10.
|
ვაძლევ საშინაო დავალებას:
აქტივობის რვეულში შეასრულონ
№1,2,3, დავალება.
|
ვერბალური ახსნა.
|
მთელი კლასი
|
აქტივობის რვეული
|
2
წთ
|
11.
|
მოსწავლეებს დავურიგებ
თვითშეფასების კითხვარს.
შევაფასებ განმავითარებელი
შეფასებით.
|
|
|
|
4 წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი მიზნები და შედეგები გამომდინარეობს ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდან:
მიმართულება
: ზეპირმეტყველება
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების
წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
დანართი1
თვითშეფასების კითხვარი:
1)აქტიურად
ვიყავი ჩართული გაკვეთილში.
2)
ვცდილობდი აქტიური ვყოფილიყავი.
3)
არ ვიყავი აქტიური.
ჯგუფური
მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
დამაკმაყოფილებელი
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და თანამშრომლობენ
|
|
|
|
უცვლიან ერთმანეთს იდეებს, ინფორმაციას და მუშაობენ მხოლოდ საკითხის ირგვლივ
|
|
|
|
წარმოადგენენ ნაშრომის პრეზენტაციას სრულყოფილად
|
|
|
|
იცავენ დროის ლიმიტს
|
|
|
|
მასწავლებლის
თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
საშუალო
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
ყველა მოსწავლე ჩართული მყავს საგაკვეთილო პროცესში
|
|
|
|
ვახერხებ თანაბრად დავეხმარო ყველა მოსწავლეს, მივცე
სათანადო მიმართულებები
|
|
|
|
ვააქტიურებ წინარე ცოდნას
|
|
|
|
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ვაგებ ახალ ცოდნას
|
|
|
|
ვქმნი სასწავლო გარემოს მოსწავლეთა ურთიერთშეფასებისთვის
|
|
|
|
Subscribe to:
Posts (Atom)